logo
ENG



კარიბის ზღვაში აშშ-მა "ჩრდილოვანი ფლოტის" კიდევ ერთი ტანკერი დააკავა

15 იან 202620:27
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/15/7z8c5dsobfbnsm3.jpg

კარიბის ზღვაში აშშ-მა ვენესუელასთან დაკავშირებული "ჩრდილოვანი ფლოტის" კიდევ ერთი ტანკერი დააკავა.

აშშ-ის სამხედრო ძალების სამხრეთ სარდლობამ გამთენიისას ჩატარებული ოპერაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ აშშ-ის ძალებმა ტანკერი "ვერონიკა" დააკავეს. 

სარდილობის თანახმად, ტანკერი "ინციდენტების გარეშე" დააკავეს.

"ვენესუელიდან მხოლოდ ის ნავთობი გავა, რომელიც სათანადოდ და კანონიერად იქნება კოორდინირებული", - განაცხადა სამხრეთ სარდლობამ. 

Reuters-ის ინფორმაციით, "ვერონიკა" ნავთობის ტანკერია, რომელსაც რუსული გადაზიდვების კომპანია MG-FLOT LLC მართავს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს დეკემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული მეექვსე გემია, რომელსაც ვენესუელური ნავთობი გადაჰქონდა და აშშ-მა დაიკავა.


close დახურვა